English Version Русская Версия

სამზარეულოს ზედაპირები, კვარცი

მსოფლიოში ცნობილი კვარცის მწარმოებელი Cimstone–ის პროდუქცია შეგიძიათ შეიძინოთ. 18 სახეობის ევროპული ტექნოლოგიით დამუშავებული კვარცი გაალამაზებს თქვენი სახლის შიდა ინტერიერს. მისი ზედაპირი, არ იწოვს არანაირ სითხეს. განსხვავებით სხვა მასალებისგან, მასზე არ რჩება არანაირი ლაქა ცხიმის, ფრჩხილის ლაქის, ღვინის, ლიმონის ან ზეთის სახით. კვარცის ზედაპირი არის ჰიგიენურად სუფთა და მის ზედაპირზე მომზადებული საკვები დაცულია ბაქტერიებისგან/ Cimstone–ის კვარცი არის ეკოლოგიურად სუფთა და მას ევროპაში ყველაზე ცნობილი პროდუქტის ანალიზისა და უსაფრთხოების ცენტრის მიერ (Product Analysis and Safety Center LGA GmbH) მინიჭებული აქვს ადვილად გასაწმენდი და მიკრობიოლოგიურად დაცული პროდუქტის სერთიფიკატი. Cimstone-ის კვარცი შემადგენლობაა 93% ბუნებრივი კვარცი და 7% პოლიესტერი ფისოვანი შემკვრელი პიგმენტები. კვარცი არის ყველაზე მყარი მასალა, რის გამოც ის აღიარებულია, როგორც ყველაზე გამძლე. ქვის სიმყარიდან გამომდინარე კვარცი არ იკაწრება და შესაბამისად წმენდისას მოფრთხილებას არ საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით სამზარეულოს ზედაპირზე პირდაპირ შესაძლებელია საკვები პროდუქციის მომზადება, მათ შორის მისი გამოყენება დასაჭრელი დაფის მაგივრად. კვარცის ფერების ფართო გამა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი ფერისა და დიზაინის სამზარეულოს შეუხამოთ მისი ზედაპირი. კვარცის ზედაპირი მდიდრულ და ელეგანტურს გახდის თქვენს სამზარეულოს, მისი საშუალებით თქვენი სამზარეულო გახდება მყუდრო და მიმზიდველი. კვარცის ქვა ადვილად დასამუშავებელია. მისგან შეიძლება ნებისმიერი ფორმის ნაკეთობის დამზადება. კვარცისგან მზადდება: სამზარეულოს ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკი, ფანჯრის რაფები და სხვა.

ყველა უფლება დაცულია © PAPILO 2013 წელი